სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი ტექნიკურ ცენტრ ბასაზე

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსის მეორე მოდული გაიმართა. მოდულის ძირითადი თემა ბავშვთა საბაზისო საფეხბურთო ვარჯიშებს ეხებოდა. კურსანტებმა აღნიშნული თემი შესახებ ინფორმაცია როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული სწავლებით მიიღეს.

მეორე მოდულის ფარგლებში სასწავლო პროგრამის მონაწილე მწვრთნელები "საბურთალოსა" და თბილისის "დინამოს" აკადემიებში იმყოფებოდნენ და საწვრთნელ სპეციფიკას ადგილზე დააკვირდნენ. სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტი მადლობას უხდის კლუბებს აღნიშნული თანამშრომლობისთვის.

UEFA-ს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე 27 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში თითოეული მათგანი საერთაშორისო ხარისხის ლიცენზიას მიიღებს.