სიახლეები

U21 | ​საქართველო 0:3 შვეიცარია

ნაკრები U21
გაუზიარე

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე შეხვედრა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფის ლიდერ შვეიცარიის 21 წლამდე ნაკრებთან 0:3 დამარცხდა.

ანგარიში 27-ე წუთზე დან ნდოიემ გახსნა. მეორე ტაიმის დებიუტში ვასილ მაისურაძის გუნდმა მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. 69-ე წუთზე შვეიცარიელებმა  11-მეტრიანი დარტყმით სხვაობა გაზარდეს. საბოლოო ანგარიში 81-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა პეტარ პუსიჩმა დააფიქსირა.

​საქართველო 0:3 შვეიცარია

გორი, თენგიზ ბურჯანაძე

საქართველო: სანიკიძე, ბურჯანაძე, ლოჩოშვილი, კობოური, დარცმელია, მექვაბიშვილი (65' ანდრონიკაშვილი), სამურკასოვი (87' კუხიანიძე), არველაძე, გულიაშვილი (74' სპანდერაშვილი), სილაგაძე, ლაკვეხელიანი (87' აზაროვი)

სათადარიგო შემადგენლობა: კერესელიძე, გელაშვილი, ძოწენიძე, ინჯგია, ძებნიაური

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

შვეიცარია: რაცოპი, ზესიგერი, დომგიონი, ტომა (87' სიდლერი), გილემენო (65' პუსიჩი), ზექირი (87' ანტუნეში), ნდოიე (78' მამბიმბი), იმერი (78' იანკევიჩი), მუჰეიმი, რუეგი, ბამერტი

სათადარიგო შემადგენლობა: იაკოტი, სტერგუ, ვან დერ ვერფი, სტოიკოვიჩი

მთავარი მწვრთნელი: მაურო ლუსტრინელი

მსაჯები: ჯონათან ლარდო (ბელგია), ლორენ კონოტე (ბელგია), ფლორიან ლემარე (ბელგია), იასპერ ვერგუტი (ბელგია)

გაფრთხილება: 41' ბამერტი, 50' მექვაბიშვილი

გოლი: 0:1 ნდოიე (27), 69' ზექირი (პენ), 81' პუსიჩი

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე შეხვედრას კვლავ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს. საქართველოსა და აზერბაიჯანის ახალგაზრდულ ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 13 ოქტომბერს 19:00 საათზე გაიმართება.