სიახლეები

სფფ-ის წარმომადგენელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ღონისძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ნაკაიძე უეფა-ს დელეგატის სტატუსით უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპის მატჩზე იმყოფება.

პირველი ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა პარი სენ-ჟერმენსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის საფრანგეთში, ქალაქ პარიზში, პარკ დე პრენსის სტადიონზე 20 ოქტომბერს, 23:00 საათზე გაიმართება.

სფფ-ის წარმომადგენელი უკვე მრავალი წელია უეფას დელეგატად მუშაობს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ გამართულ მატჩებზე. ირაკლი ნაკაიძემ დელეგატის რანგში, ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში  "ბარსელონა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეოთხედფინალურ მატჩზე იმუშავა.