სიახლეები

მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის მესამე მოდული ონლაინ რეჟიმში გაიმართა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის მესამე მოდული გაიმართა.

Covid 19-ის ეპიდემიის გათვალისწინებით, სასწავლო კურსის მესამე მოდული ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. აღნიშნული მოდულის ძირითადი თემები შეტევის მომზადება და თავდაცვის საკითხები გახლდათ.

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლინცეზიის აღნიშნულ კურსზე ამ ეტაპზე 21 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. სასწავლო მოდულების დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში თითოეული მათგანი საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია მიიღებს.