სიახლეები

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა სლოვაკეთის წინააღმდეგ

ნაკრები U21
გაუზიარე

საქართველოს 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრები, ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას თბილისში გამართავს. ვასილ მაისურაძის გუნდი სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო ეტაპის მეათე მატჩისთვის ახალგაზრდული ნაკრები 23 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), დავით კერესელიძე (გაგრა, საქართველო), ლუკა სანიკიძე (თელავი, საქართველო)

მცველები: დავით კობოური (დინამო, თბილისი, საქართველო), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ძოწენიძე (თელავი, საქართველო), ილია ბერიაშვილი (თელავი, საქართველო), შალვა ბურჯანაძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლუკა სილაგაძე (ვალმიერა, ლატვია), იური ტაბატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ირაკლი ზარიძე (ვიტ ჯორჯია, თბილისი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ვალენსია, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი, საქართველო), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო). გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი,თბილისი,საქართველო)

ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის  მეორე ჯგუფში, საქართველოს ნაკრები 12 ქულით მესამე ადგილზეა, სლოვაკეთს 9 ქულა და ჩვენ გუნდზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

საქართველოსა და სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 12 ნოემბერს, 14:00 საათზე შედგება.

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ

​საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაზე დასწრების მსურველმა მედია ორგანიზაციებმა გთხოვთ ისარგებლოთ ბმულით. აკრედიტაციის მოთხოვნა შესაძლებელია 10 ნოემბრის ჩათვლით. 

აღნიშნულ შეხვედრაზე სხვა თამაშების მსგავსად, მედიის წარმომადგენელთათვის უეფას მიერ შემუშავებული რეგულაციების შესაბამისი შეზღუდვები იმოქმედებს. საქართველო - სლოვაკეთი მატჩზე მედიის წარმომადგენელთა შეზღუდული რაოდენობა დაიშვება.

შენიშვნა: ფაილის ასატვირთ ველში, განათავსეთ თქვენი ორგანიზაციის ოფიციალური წერილი აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ.