სიახლეები

აკრედიტაცია საქართველოს თასის ფინალურ შეხვედრაზე

საქართველოს თასი
გაუზიარე

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების 2020-ის ფინალური შეხვედრა 4 დეკემბერს გორში გაიმართება. საქართველოს თასისთვის ერთმანეთს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები წყალტუბოს "სამგურალი" და "გაგრა" დაუპირისპირდებიან.  

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: კოვიდ19-ის პანდემიიდან გამომდინარე, აღნიშნულ მატჩებზე სფფ-ის მიერ შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისი შეზღუდვები იმოქმედებს, შესაბამისად ფინალურ შეხვედრას მედიის წარმომადგენელთა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება. 

2020 წლის საქართველოს თასის ფინალური მატჩის აკრედიტაციის მოთხოვნა შეავსეთ აღნიშნულ ბმულზე 3 დეკემბრის ჩათვლით.

"სამგურალისა" და "გაგრას" ფინალური დაპირისპირება გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 4 დეკემბერს 16:00 საათზე დაიწყება. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისიწნებით მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სფფ-ის პრესსამსახურს.