სიახლეები

ევრო 2022 | ფუტსალის ნაკრები საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპს იწყებს

ფუტსალის ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2020 წლის ბოლო შეხვედრას საფრანგეთში გამართავს. ჩვენი გუნდი საფრანგეთთან დაგეგმილი ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის სადებიუტო მატჩისთვის თბილისში არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. ავთანდილ ასათიანის გუნდი პარიზში 6 დეკემბერს გაემგზავრება. საქართველოს ნაკრებს ოთხი ლეგიონერი შეხვედრის მასპინძელ ქალაქში შეუერთდება. 

საფრანგეთის წინააღმდეგ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მაისურით სამი ნატურალიზებული მოთამაშე სადებიუტო მატჩს გამართავს. ბრაზილიაში დაბადებული სამი ფეხბურთელიდან, ორი ესპანეთის პრიმერა დივიზიონში თამაშობს - ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), შაგინია (რეალ ბეტისი, სევილია, ესპანეთი), ერთი კი იტალიის სერია ა-ში - ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია).

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა საფრანგეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ,თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი)

წინა ხაზი: ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (თელასი,თბილისი), ჯანიკო გიორგაია (თელასი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ფ.კ.პეტროვ, ლატვია), სიმი საიოტი (კპრფ, რუსეთი), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), შაგინია (რეალ ბეტისი, სევილია, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი,თბილისი), რონინიო (ხერსონი, უკრაინა)

საფრანგეთისა და საქართველოს ფუტსალის ნაკრებთა დაპირისპირება პარიზში, 8 დეკემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება. ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე საქართველო საფრანგეთს, რუსეთსა და ბულგარეთი/სომხეთის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შესარჩევი ეტაპი მიმდინარე წლის დეკემბრიდან, 2021 წლის აპრილის ჩათვლით ექვს ტურად ჩატარდება.