სიახლეები

B და A ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის Refresh კურსზე რეგისტრაცია სრულდება

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის Refresh კურს გეგმავს.

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მწვრთნელებს კურსზე დარეგისტრირება მითითებულ ბმულზე, 18 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ. უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის Refresh კურსი მიმდინარე წლის 22-23 დეკემბერს გაიმართება, A ლიცენზიის კი, 24-25 დეკემბერს.

უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიების Refresh კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ყველა მწვრთნელს, რომლის ლიცენზიას ვადა გაუვიდა ან მოქმედების ვადა 2020 წლის ბოლომდე ეწურება. 

დამატებით ინფორმაციას კანდიდატები რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უეფას მწვრთნელთა განათლების სხვა კურსებზე რეგისტრაცია, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემდეგ განახლდება.