საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის მეოთხე მოდული გაიმართა.
Covid 19-ის ეპიდემიის გათვალისწინებით, სასწავლო კურსის მეოთხე მოდული ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. აღნიშნული მოდულის ფარგლებში ლიცენზიის მაძიებელმა მწვრთნელებმა ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: ლიდერობა, ნეგატიური გადასვლა, ფსიქოლოგია, ძალა და სპეციალური ვარჯიშები ნახევარმცველებისთვის.
უეფას მწვრთნელთა განათლების B ლინცეზიის აღნიშნულ კურსზე ამ ეტაპზე 19 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. სასწავლო მოდულების დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში თითოეული მათგანი საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია მიიღებს.