სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი ონლაინ რეჟიმში გრძელდება

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის მეხუთე მოდული გაიმართა.

Covid 19-ის პანდემიის გათვალისწინებით, სასწავლო კურსის მეხუთე მოდული ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. აღნიშნული მოდულის ძირითადი თემები კომუნიკაციის ტიპები, მოტივაციის შექმნა, სპეციფიკური ვარჯიშები თავდამსხმელებისთვის, პოზიტიური გადასვლა, სტანდარტული მდგომარეობა, სისრაფე, დღიური რეჟიმი და ჰიდრატაცია გახლდათ.

უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე ამ ეტაპზე 20 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. სასწავლო მოდულების დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში თითოეული მათგანი საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია მიიღებს.