სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტის, ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილის გარდაცვალების გამო. 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, 49 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. 

აღსანიშნავია ის უდიდესი წვლილი, რომელიც დავით ხახალეიშვილმა ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეიტანა.

დავით ხახალეიშვილი იყო პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველად საქართველოს დროშით ხელში გამოვიდა ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე და მისი გამარჯვების აღსანიშნავად ოლიმპიურ თამაშებზე პირველად აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა ქართული დროშა.

ფეხბურთის ფედერაცია გულითად სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებს, მთელ სპორტულ საზოგადოებას და სრულიად საქართველოს.