სიახლეები

ფუტსალის ლიგის 2021 წლის სეზონი 20 იანვარს დაიწყება

ფუტსალი
გაუზიარე

20 იანვარს საქართველოს ფუტსალის ლიგის 2021 წლის სეზონის პირველი ტურის მატჩები გაიმართება. ფუტსალის ლიგის ახალ სეზონში მონაწილეობას 6 კლუბი მიიღებს. რეგულარული სეზონი სამ წრედ ჩატარდება, პლეი-ოფში ასპარეზობის უფლებას კი, ოთხი საუკეთესო გუნდი მიიღებს. ფუტსალის ლიგის წლევანდელ სეზონს ორი დებიუტანტი ჰყავს, პსპ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმაღლეს დივიზიონში პირველად იასპარეზებენ.

ფუტსალის ლიგის 2021 წლის სეზონის პირველი ტურის სამივე შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. კორონა ვირუსის პანდემიის გამო ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. 

​ფუტსალის ლიგა 2021 | პირველი ტური

ილიაუნი 13:00 თბილისი
​თელასი 15:00 კსუ
თსუ 17:00 პსპ

ილიაუნი - თბილისის და თელასი - კსუ-ს მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შემოგთავაზებთ, თსუ - პსპ-ს დაპირისპირებას კი, სილქ უნივერსალზე იხილავთ.

​გთავაზობთ ფუტსალის ლიგის 2021 წლის სეზონის მეორე ტურის მატჩების განრიგს, რომლებიც 24 იანვარს კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

​ფუტსალის ლიგა 2021 | მეორე ტური

პსპ 13:00 თბილისი
​კსუ 15:00 ილიაუნი
​თსუ 17:00 თელასი

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: კოვიდ19-ის პანდეემიდან გამომდინარე, ფუტსალის ლიგის მატჩებზე სპეციალურად შემუშავებული რეგულაციები მოქმედებს. შეხვედრებზე მედიის წარმომადგენელთა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა დაიშვება. მატჩებზე დასასწრებად გთხოვთ მიმართოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურს.