სიახლეები

ტუტორთა გადამზადების სემინარი ონლაინ რეჟიმში გაიმართა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით მწვრთნელთა განათლების პროგრამაში ჩართული ტუტორების გადამზადების სემინარი გაიმართა.

ერთდღიანი სემინარის ფარგლებში სასწავლო პროგრამის მონაწილეებმა იმსეჯელეს სწავლების ახალი მეთოდების შესახებ, განიხილეს მწვრთნელთა კონვენციაში არსებული სიახლეები და სხვადასხვა სახის საფეხბურთო ეპიზოდები გაარჩიეს.

Covid 19-ის პანდემიიდან გამომდინარე სემინარი ონლაინ რეჟიმში გაიმართა.  ამ მიდგომის დანერგვა საქართველოში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს. ონლაინ სემინარში ქართველ ექსპერტებთან ერთად უეფას მწვრთნელთა განათლების ექსპერტი გენადი სკურტული იღებდა მონაწილეობას.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად აგრძელებს მწვრთნელთა განათლების პროგრამებში ტუტორების ჩართვას. შესაბამისად მათი გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.