სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი ონლაინ რეჟიმში გრძელდება

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის ორი კურსის საგამოცდო მოდულის თეორიული ნაწილი გაიმართა.

Covid 19-ის ეპიდემიის გათვალისწინებით, სასწავლო კურსი ონლაინ რეჟიმში გაიმართა და მოიცავდა როგორც ჯგუფურს სამუშაოებს, ასევე ინტერაქციას და რეალობაზე დაფუძნებულ სწავლებას.

საგამოცდო მოდულის ძირითადი თემები სტაბილიზაცია, კოორდინაცია და 11x11 ფეხბურთის საფუძვლები გახლდათ​.

უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის აღნიშნულ კურსებზე 54 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. სასწავლო და საგამოცდო მოდულების წარმატებით დასრულების შემთხვევაში თითოეული მათგანი საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზიას მიიღებს.