სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების ფუტსალის B ლიცენზიის კურსი დასრულდა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით უეფას მწვრთნელთა განათლების ფუტსალის B ლიცენზიის მეექვსე მოდული გაიმართა, რითაც აღნიშნულ კურსზე სასწავლო პროცესი დასრულდა.

Covid 19-ის პანდემიის გამო ფუტსალის B ლიცენზიის მეექვსე მოდული ონლაინ რეჟიმში გაიმართა. აღნიშული მოდულის მთავარი თემები ნეგატიურ გადასვლა, ლიდერობა და ფიტნესი იყო.

უეფას მწვრთნელთა განათლების ფუტსალის B ლიცენზიის კურსი საქართველოში პირველად ჩატარდა. სწავლება როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა, პანდემიის გამო კი, რამდენიმე მოდული ონლაინ რეჟიმში გაიმართა. საბოლოოდ სასწავლო კურსი წარმატებით 14-მა ლიცენზიის მაძიებელმა დაასრულა.