სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის ახალი კურსი იწყება

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის ახალი კურსი იწყება. პირველი მოდული 9-11 მარტს გაიმართება და მასში მონაწილეობას სასწავლო კურსზე გასულ წელს დარეგისტრირებული მსურველები მიიღებენ, რომლებმაც სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სპეციალური გასაუბრება გაიარეს.

ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მომდევნო კურსის დაწყებას მიმდინარე წლის მაისში გეგმავს. მსურველებს სასწავლო პროგრამაზე დარეგისტრირება აღნიშნულ ბმულზე შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოვიდა და საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში საერთაშორისო ხარისხის ლიცენზიას მიიღებს.