სიახლეები

აკრედიტაცია 2021 წლის საქართველოს სუპერთასზე

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

21 თებერვალს 2021 წლის სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის შეხვედრა გაიმართება. ერთმანეთს 2020 წლის სეზონის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონი თბილისის "დინამო" და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გამარჯვებული "გაგრა" დაუპირისპირდება. მატჩი 18:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

Covid 19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე სუპერთასის შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება. 2021 წლის სეზონის პირველ მატჩს შეზღუდული რაოდენობით დაესწრებიან მედიის წარმომადგენლები. აკრედიტაციის მსურველმა მედია ორგანიზაციებმა გთხოვთ ისარგებლოთ ბმულით 20 თებერვლის ჩათვლით.