სიახლეები

ტექნიკურ ცენტრ ბასაზე C ლიცეზნიის კურსის პირველი მოდული გაიმართა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის პირველი მოდული გაიმართა.

პირველი მოდულის ფარგლებში მსმენელებმა შემდეგი თემების შესახებ მიიღეს ინფორმაცია: სავარჯიშ` მეთოდოლოგია, ვარჯიში მოდელის მიხედვით, საბაზისო ტექნიკური ელემენტები, ასაკობრივი თავისებურებები, სწავლების მეთოდები და პირველადი დახმარება.

C ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე 25 მწვრთნელი ირიცხება. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარამტებით ჩაბარების შემთხვევაში ყველა მათგანს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემა. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოვიდა და საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა.