სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის საგამოცდო მოდული ონლაინ რეჟიმში გაიმართა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მეხუთე საგამოცდო მოდულის თეორიული ნაწილი გაიმართა.

Covid 19-ის ეპიდემიის გათვალისწინებით, საგამოცდო მოდული ონლაინ რეჟიმში ჩატარდა და მოიცავდა როგორც ჯგუფურს სამუშაოებს, ასევე ინტერაქციას და რეალობაზე დაფუძნებულ სწავლებას.

საგამოცდო მოდულის ძირითადი თემები სტანდარტული სიტუაციები და საგამოცდო ტესტირება გახლდათ​.

სასწავლო და საგამოცდო მოდულების წარმატებით დასრულების შემთხვევაში სასწავლო კურსის მონაწილეები საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზიას მიიღებენ.