სიახლეები

მეკარეების მწვრთნელების უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი დაიწყო

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით ჩვენს ქვეყანაში პირველად უეფას მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა B ლიცნეზიის კურსი დაიწყო. სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 6 თვეს შეადგენს და ის უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოდის.

კურსის პირველი შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ლიცენზიის მაძიებელ მწვრთნელებს პირველი ინფორმაცია უეფას მწვრთნელთა განათლების ექსპერტმა მარტ პუმმა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეების მწვრთნელმა, დავით გვარამაძემ მიაწოდეს. მონაწილეებს სიტყვით მიმართა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და თითოეულ მათგანს წარმატებული სასწავლო პროცესი უსურვა. 

​ამ ეტაპზე, სასწავლო პროგრამაში მონაწილეობას იღებენ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების წარმომადგენლები, საქართველოს ახალგაზრდული და ქალთა ნაკრებების მწვრთნელები.  კურსზე ჯამში 24 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ სწავლებას.