სიახლეები

დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის მორიგი კურსი დაიწყო

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

13 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის მორიგი კურსი პირველი მოდულით გაიხსნა.

სამი დღის განმავლობაში ლიცენზიის მაძიებელი მწვრთნელები ტუტორებისა და ინსტრუქტორების დახმარებით ინფორმაცია შემდეგ საფეხბურთო თემებზე მიიღებენ: დაცვა-შეტევის პრინციპები, სწავლების მეთოდები, სავარჯიშო მეთოდოლოგია, ორთაბრძოლები, დაგეგმარება, თამაშის ფაზები და კოორდინაცია-სტაბილიზაცია. 

ამ ეტაპზე უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე 20 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. მათ შორის ერთი, საქართველოს ქალთა ნაკრების ვიცე-კაპიტანი ნინო პასიკაშვილია. კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაშია და სასწავლო პროცესი 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება. კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მწვრთნელებს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.