სიახლეები

სამი ტურის შემდეგ, „ლანჩხუთი“ ერთპიროვნული ლიდერია

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

7 და 8 მაისს, ქალთა ლიგის მესამე ტურის შეხვერდები გაიმართა. ტურის ცენტრალური მატჩი, 8 მაისს, თბილისში, სფფ-ის ვაკის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა. ერთმანეთს, თბილისის „კვარტალი“ და „ლანჩხუთი“ დაუპირისპირდნენ. მიმდინარე ჩემპიონატში, სწორედ ეს ორი გუნდი, ქულების მაქსიმუმით ლიდერობდა, შესაბამისად, მესამე ტურის დაპირისპირებასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა, „ლანჩხუთმა“, თამაში აქტიურად დაიწყო. ირინა ხაბურზანიამ, მე-7 წუთზე, სტუმრები დააწინაურა. ლანჩხუთელთა გოლეადორმა, ხატია ჭყონიამ, 37-ე წუთზე, გურულები ორი გოლით დააწინაურა, კიდევ ორ წუთში, 39-ე წუთზე კი, თეონა ბაქრაძემ, „ლანჩხუთის“ უპირატესობა, სამამდე გაზარდა. მეორე ტაიმში, ჭყონიამ და ბაქრაძემ კვლავ ორწუთიან შუალედში მოახრეხეს კიდევ, ორი გოლის გატანა და საბოლოოდ, 1-5 გაიმარჯვეს. კვარტალელთაგან, პრესტიჟის გოლი ამალი არაკელიანმა გაიტანა.

ტური კი ასევე თბილისში, 7 მაისს, სფფ-ს ვარკეთილის საფეხბურთი ცენტრში, „ნიკესა“ და „ბათუმის“ დაპირისპირებით დაიწყო. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, „ნიკემ“ მატჩის ანგარიში მე-3 წუთზე მაიკო ბებიას გოლით გახსნა. პირველი ტაიმი, სოლიდური ანგარიშით, 5-0  მოიგო. შეხვედრა კი, თბილისელთა გამარჯვებით, 10-1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე გათამაშებაში, „ნიკემ“ პირველმა მოახერხა, ორნიშნა ანგარიშის დაფიქსირება. თბილისელთა აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა, ჯოშგუნა ალიევამაც, მიმდინარე ჩემპიონატში პირველად მოახერხა 6 გოლის გატანა. თბილისელთაგან დანარჩენი სამი გოლი ანია პოღოსიანმა, ტატა მატვეევამ და ლიზი მწყერაშვილმა გაიტანეს. ბათუმელთაგან, პრესტიჟის გოლი, 52-ე წუთზე ნინი ბერიძემ გაიტანა.

3 ტურის შემდეგ, ბომბარდირთა სიას ნიკეს მოთამაშე ჯოშგუნა ალიევა ჩაუდგა სათავეში, ერთ ტურში გატანილი 6 გოლით.

8 მაისს, „გორი იუნაიტედმა“, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში ქულა არ ჰქონდა აღებული, მესამე ტურის შემდეგაც, ვერ მოახერხა პირველი ქულა ჩაეწერა აქტივში. ხობის „კოლხეთთან“ მატჩი, საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა ეთერ სულაშვილმა. ხობელებმა, ანგარიში 11-მეტრიანი დარტყმით, ანა წულაიამ 75-ე წუთზე გაათანაბრეს. თამაშის მიწურულს, 87-ე წუთზე კი, ხობელებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს, გოლის გატანა. 87 წუთზე მარიამ შონიას გოლით, „კოლხეთმა“ 1-2 გაიმარჯვა.

არანაკლებ საინტერესო იყო, ქუთაისში გამართული შეხვედრა, „მართვესა“ და „ნორჩ დინამოს“ შორის. იმერლებს, დღევანდელ ტურამდე მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდათ და მათთვის უჩვეულოდ, მე-6 პოზიციაზე იმყოფებოდნენ. თუმცა, „მართვეს“ დღესაც არ გაუმართლა და თბილისურ კლუბთან 0-6 წააგო. ანგარიში ამ შეხვედრაში მე-20 წუთზე, ეკატერინე ხარაიშვილმა გახსნა. სხვათა შორის, მანვე, მიმდინარე ჩემპიონატში, პირველმა მოახერხა ჰეტ-თრიკის შესრულება. „ნორჩი დინამოდან“ ამ დღეს, თითო გოლი მარიამ მოდრეკილაძემ, ანი კვიცარიძემ გაიტანეს. ამ შეხვედრაში გასული მე-6 გოლი კი, მასპინძლებმა საკუთარ კარში გაიტანეს.

სატურნირო ცხრილი და მომდევნო ტურის კალენდარი იხილეთ ბმულზე.