სიახლეები

ვილი სანიოლი მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსზე

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსის მეორე მოდული გაიმართა.

სასწავლო პროცესის ფარგლებში Pro ლიცენზიის კურსის მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი შეხვდა. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მონაწილეებს საფეხბურთო მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გაუზიარა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

​მეორე მოდულის ძირითადი განსახილველი თემები სავარჯიშო მეთოდოლოგია, სფფ-ის სათამაშო მოდული და ლიდერობა გახლდათ. ლიცენზიის მაძიებელმა მწვრთნელებმა ინფორმაცია სწორედ აღნიშნული საკითხების შესახებ მიიღეს. სასწავლო პროცესი მოიცავდა როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ მუშაობას.​

​ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად უეფას Pro ლიცენზიის მეორე მოდული სასწავლო პროცესს სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ესწრებოდა.

?​ალექსანდრე იაშვილი: "მწვრთნელთა განათლება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან ის პირდაპირ დაკავშირებულია ფეხბურთელების სწორ განვითარებასთან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ბევრი კვალიფიციური მწვრთნელი გვყავდეს. ვთვლი, რომ სასწავლო პროცესში ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საჭიროა, რომ Pro ლიცენზიის მონაწილეებმა იცოდნენ, თუ როგორი ხედვა აქვს ეროვნული გუნდის მწვრთნელს. მითუმეტეს, რომ ეროვნული ლიგიდან ნაკრებში მოხვედრის ბევრი კანდიდატი გვყავს."

შეგახსენებთ, რომ Pro ლიცენზია მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურია და აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში უკვე მესამედ იმართება.

უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე 16 მონაწილე ირიცხება. მათ შორის ერთი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი სალომე ხუბულურია. სწვალება ორ წლიან პერიოდზეა გადანაწილებული და მოიცავს, როგორც პრაქტიკულ ასევე თეორიულ სამუშაოებს. სასწავლო პროცესი ასევე მოიცავს საგანმანათლებლო ვიზიტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ლიცენზიის მაძიებელი მწვრთნელები უახლეს ინფორმაციებს როგორც ქართველი ასევე უცხოელი ინსტრუქტორებისგან მიიღებენ.