სიახლეები

ქალთა ლიგა 2-ს ერთპიროვნულად სოხუმის დინამო ლიდერობს

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

23 მაისს, საქართველოს ქალთა ლიგა 2-ის მესამე ტურის მატჩები გაიმართა. სამი ტურის შემდეგ, გათამაშებას სოხუმის „დინამო“ ლიდერობს.

დინამოელებმა, უშუალო კონკურენტს, ხაშურის „ივერიას“ უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით, 8-2 მოუგეს. თბილისში, ვარკეთილის სფფ-ს საფეხბურთო ცენტრში, სოხუმელთაგან ჰეთ-თრიქი ნინო ჩანგელიამ (46’, 56’, 77’) შეასრულა, ორი ფეხბურთელის ხაშურელთაგან ირმა ლომიძისა (48’, 66’) და მასპინძელთაგან ლიზი გომელაურის (3’, 43’) ანგარიშზე კი, დუბლია. თითო გოლი სოხუმელთაგან ანა კულდონაშვილმა (9’), მარიამ-იზაბელა მელიქიშვილი (17’) და ელენე გაზდელიანმა (19’) გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ პრინციპულ მეტოქესთან, დინამოელებმა სწრაფი გოლის გატანაც მოახერხეს და შემდეგ, პირველი ტაიმიც სოლიდური და კომფორტული ანგარიშიც, 5-0 მოიგეს. უშუალო კონკურენტთან გამარჯვების შემდეგ კი, სატურნირო ცხრილში, ერთპიროვნულად დაწინაურდნენ.

კიდევ ერთ შეხვედრაში, დაფიქსირდა დიდი ანგარიში. „ზარზმამ“, გათამაშების დებიუტანტ „რაჭა 2020“-ს, 7-0 მოუგო. ანგარიში, მე-2 წუთზე ანა ბებნაძემ გახსნა სწრაფი გოლით და მანვე პირველივე ტაიმში დუბლის შესრულება მოახერხა. პირველ ნახევარში დუბლი კიდევ ერთმა ფეხბურთელმა გაიფორმა, მარიამ ოთანაძემ მეტოქეს მე-11 და 37-ე წუთებზე გაუტანა. (52’) ტაიმის დასრულებამდე „ზარზმამ“ რაჭველთა კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანა, ანი კვახაჯელიძემ შედეგიანი დარტყმა 32-ე წუთზე შეასრულა. მეორე ნახევარში სათამაშო სცენარი არ შეცვლილა, უპირატესობას კვლავ მასპინძლები ფლობდნენ. 52-ე წუთზე მარიამ ოთანაძემ მეტოქეს კიდევ ერთხელ გაუტანა და ჰეთ-ტრიკი შეასრულა. საბოლოო ანგარიში მატჩის მიწურულს, 90-ე წუთზე დაფიქსირდა, „რაჭა 2020“-ის კარი მარიამ გრიგალაშვილმა აიღო.

ერთნაირი ანგარიშით 1-0 დასრულდა მესამე ტურის ორი შეხვედრა. საჩხერეში, ხელოვნურსაფარიან სტადიონზე, ადგილობრივმა“ ქარიშხალამ“ მცხეთის „დიდგორი“ მიიღო, დაძაბულ ორთაბრძოლაში მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა მეტოქე და გუნდის ისტორიაში პირველი გამარჯვება ჩაიწერა. ერთადერთი გოლი, 62-ე წუთზე მარიამ ნოზაძემ გაიტანა. ისტორიული 3 ქულა ჩაიწერა ზუგდიდის „ფენიქსმაც“. კახათში, ჟორა გეთიას სახელობის სტადიონზე, მატჩის ერთადერთი გოლი, 77-ე წუთზე, ამინა ხარჩილავამ გაიტანა.

ქალთა ლიგა 2-ის მომდევნო ტური, 29 მაისს გაიმართება.

გათამაშების კალენდარი და სატურნირო მდგომარეობა იხილეთ ბმულზე.