სიახლეები

სფფ-სა და კოკა-კოლას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდება

სფფ
გაუზიარე

27 მაისს 12:00 საათზე, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს ქარხნის ტერიტორიაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს შორის თანამშრომლობის მრავალწლიანი ხელშეკრულება გაფორმდება. ხელშეკრულებას ხელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს პრეზიდენტი თემურ ჭყონია მოაწერენ.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია ხელშეკრულების თანახმად, განსაკუთრებული პარტნიორის სტატუსის მფლობელი გახდა. აღნიშნული სტატუსით  კოკა-კოლას ბრენდის ინტეგრირება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების, ვაჟთა ყველა ასაკობრივი ნაკრები გუნდისა და სფფ-ის საფეხბურთო აკადემიებთან მოხდება.

ხელმოწერის ღონისძიების ფარგლებში, კოკა-კოლას ქარხანას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელები ესტუმრებიან.

ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ კი სფფ-ის, ეროვნული ნაკრებისა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს წარმომადგენლები მედიისთვის კომენტარს გააკეთებენ.