სიახლეები

31 მაისს 11:00 საათზე სასტუმრო შერატონი 31-ე ყრილობას უმასპინძლებს

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 31-ე, ყრილობა 31 მაისს სასტუმრო შერატონში გაიმართება.

ყრილობა მუშაობას 11:00 საათიდან დაიწყებს, ღონისძიების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის YouTube არხი შემოგთავაზებთ.

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: სფფ-ის 31-ე ყრილობას მედიის წარმომადგენელთა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება. ღონისძიების აკრედიტაციის მისაღებად, 30 მაისის 18:00 საათის ჩათვლით, გთხოვთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected], მოგვწეროთ სახელი, გვარი და მედია-ორგანიზაციის დასახელება.

ღონისძიებაზე დასასწრები აკრედიტაციები 31 მაისს 10:00 საათიდან სასტუმრო შერატონში გაიცემა.