სიახლეები

დავით პეტრიაშვილი არენაზე B ლიცენზიის საგამოცდო მოდულის მასტერ ტესტი გაიმართა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის საგამოცდო მოდულის მასტერ ტესტი გაიმართა.

კურსის მონაწილეებმა 3 დღის განმავლობაში პრაქტიკული გამოცდა ჩააბარეს. ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მონაწილე 6 მწვრთნელს უკვე გადაეცა საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია. სხვა მონაწილეებთან დაკავშირებით კი, სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტი შეაჯამებს ტესტების შედეგებს და თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად აცნობებს შედეგს.

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის აღნიშნული კურსი 2020 წლის 11 თებერვალს დაიწყო და სწავლება 6 მოდულისგან შედგებოდა. კურსის მონაწილე მწვრთნელებმა ამ ხნის განმავლობაში როგორც პრაქტიკულ ისე თეორიულ მეცადინეობებში მიიღეს მონაწილეობა.