სიახლეები

უეფა-ს მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსის მეორე მოდული

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსის მეორე მოდული გაიმართა. აღნიშნული კურსი საქართველოში პირველად იმართება და უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაშია.

სასწავლო კურსი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და ხანგრძლივობა 6 თვეა. სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც პრაქტიკულ ისე თეორიულ სწავლებას. მეორე მოდულის ფარგლებში კურსანტებმა მეკარეების ფსიქოლოგიის, ქალ და მამაკაც მეკარეებს შორის სხვაობისა და სფფ-ის მეთოდით სავარჯიშო მეთოდოლოგიის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

ამ ეტაპზე, სასწავლო პროგრამაში მონაწილეობას იღებენ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების წარმომადგენლები, საქართველოს ახალგაზრდული და ქალთა ნაკრებების მწვრთნელები. კურსზე ჯამში 24 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება.

მეკარეთა მწვრთნელების განათლების კურსი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მონაწილეთათვის სრულიად უფასოა.