სიახლეები

სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით მწვრთნელთა განათლების მიმართულებით ონლაინ შეხვედრები გაიმართა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით მწვრთნელთა განათლების ტუტორთა გადამზადების კურსის მეოთხე მოდული ონლაინ რეჟიმში გაიმართა. აღნიშნულ მოდულს უეფას ექსპერტი გენადი სკურტული გაუძღვა. მოწვეულმა ექსპერტმა კურსის მონაწილეებთან ერთად მწვრთნელთა განათლების პროგრამების უახლესი ტენდენციები განიხილა.

სპეციალურად უეფას მწვრთელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა B ლიცნეზიის კურსის მონაწილეთათვის ვებინარი გაიმართა. ონლაინ შეხვედრის ფარგლებში უეფას ექსპერტმა ალექს ვენცელმა მწვრთნელებს მეკარეთა ფიზიკური მომზადების შესახებ უახლესი ინფორმაცია მიაწოდა და საკუთარ გამოცდილება გაუზიარა.