სიახლეები

ვაქცინაციის შესახებ ქალთა საფეხბურთო კლუბებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქალთა ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით 9 სექტემბერს საქართველოს ქალთა პირველ და მეორე ლიგაში მონაწილე კლუბების წარმომადგენლებისთვის Covid-19-ის ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ფეხბურთელებსა და კლუბების წარმომადგენლებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ მიაწოდა. შეხვედრა ონლაინ, კითხვა - პასუხის რეჟიმში გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი სააკოორდინაციო საბჭომ სპორტული ღონისძიებების უმაყურებლოდ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ღონისძიებებზე მონაწილეები დაიშვებიან სრულად ვაქცინირებიდან 14 დღის გასვლის შემდეგ ან ღონისძიებამდე 72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე.