სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების გამო. 20 წლის ქართველი ფეხბურთელი დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა. 

ვახტანგ ჩარკვიანი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ''დინამო'' თბილისის აკადემიების აღზრდილია, ბოლოს კი ახალგაზრდა ფეხბურთელი თბილისის ''ვიტ ჯორჯიას'' სარეზერვო გუნდში ირიცხებოდა.

ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებსა და საფეხბურთო ოჯახს.