სიახლეები

ევრო 2023 | უეფას წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში

სფფ
გაუზიარე

საქართველო უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მზადებას განაგრძობს. 5-10 სექტემბერს საქართველოში უეფას სპეციალური ჯგუფის ვიზიტი შედგა.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენლებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საორგანიზაცო ჯგუფთან ერთად ის სტადიონები და სავარაუდო სავარჯიშო მოედნები დაათვალიერეს, სადაც გუნდები ვარჯიშებსა და ოფიციალურ მატჩებს გამართავენ. ეუფას საორგანიზაციო ჯგუფი ქართულ მხარესთან ერთად ყოველკვირეულად ონლაინ-რეჟიმში იმუშავებს, ფინალური ეტაპის დაწყებამდე კი სპეციალური დელეგაციების ვიზიტებია დაგეგმილი.

ხუთდღიანი ვიზიტი საორგანიზაციო ჯგუფმა თბილისში დაიწყო და ბათუმში დაასრულა.

2023 წელს, საქართველო და რუმინეთი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს. საქართველოში ჯგუფური ეტაპის მატჩებთან ერთად პლეიოფის შეხვედრები და ფინალური თამაში გაიმართება. 2023 წელს ევროპის 21 წლამდე ნაკრებთა  საუკეთესო ნაკრები ბათუმის ახალ სტადიონზე გამოვლინდება.