სიახლეები

შეხვედრა ფიფა-ს სამუშაო ჯგუფთან

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ფიფას პროექტის „გლობალური საშეჯიბრო კონკურენციის ზრდა - ტალანტების განვითარების ეკოსისტემის ანალიზისწარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

სფფ-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ აღნიშნული პროექტის განხორციელება 2020 წელს დაიწყო და სფფ ერთ-ერთი პირველი საფეხბურთო ორგანიზაცია იყო, რომელიც მასში ჩაერთო. „გლობალური საშეჯიბრო კონკურენციის ზრდა“ ეროვნულ ფედერაციებში კვლევის საფუძველზე არსებული ვითარების შეფასებას და ანალიზის შედეგად სამომავლო განვითარების სტრატეგიის განსაზღვრავს ისახავს მიზნად.

ერთი წლის განმავლობაში ფიფა- სამუშაო გუნდმა ისეთ ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით ჩაატარა კვლევა, როგორიცაა მენეჯმენტი, ეროვნული ნაკრები გუნდები, ეროვნული ჩემპიონატები, განათლება, საფეხბურთო აკადემიები, ტალანტების განვითარება და აღმოჩენა.

კვლევის შედეგები კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შეხვედრაზე წარუდგინეს და სამომავლო განვითარების შესახებ ერთობლივად იმსჯელეს.

შეგახსენებთ, რომ Bridging the Gap მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოსტალანტების განვითარებისპროგრამის ახალი პროექტია. მისი მთავარი მიზანია, რომ ფიფას წევრ ასოციაციებს ხელი შეუწყოს ქვეყანაში არსებული საფეხბურთო აკადემიებისა და სკოლების განვითარებაში, რაც თავისთავად ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. ახალ პროგრამას ფიფა ტალანტების განვითარების კომპანია Double Pass-თან ერთად ახორციელებს.

ასევე იხილეთ: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფა-ს ახალ პროექტში - Bridging the Gap ჩაერთო