სიახლეები

Pro ლიცენზიის კურსის მეოთხე მოდული ონლაინ რეჟიმში გაიმართა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსის მეოთხე მოდული გაიმართა. ქვეყანაში არსებული კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით სამი დღის განმავლობაში სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.

მეოთხე მოდულის ფარგლებში, ძირითადი განსახილველი თემები გახლდათ ლიდერობა, მომავალი თაობის მოთამაშე და მწვრთნელის პროფილი უმაღლეს დონეზე. ამასთან ერთად ლიცენზიის მაძიებელმა მწვრთნელებმა უეფას ექსპერტებთან ერთად ევრო 2020 განიხილეს. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოდან Pro ლიცენზიის კურსის მეოთხე მოდულის სასწავლო პროცესში კრის ვან დერ ჰაგენი და დენი რაიზერი ჩაერთვნენ. ​

უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე 16 მონაწილე ირიცხება.

შეგახსენებთ, რომ Pro ლიცენზია მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურია და აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში უკვე მესამედ იმართება.

სწავლება ორ წლიან პერიოდზეა გადანაწილებული და მოიცავს, როგორც პრაქტიკულ ისე თეორიულ სამუშაოებს. სასწავლო პროცესი ასევე მოიცავს საგანმანათლებლო ვიზიტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ლიცენზიის მაძიებელი მწვრთნელები უახლეს ინფორმაციებს როგორც ქართველი ასევე უცხოელი ინსტრუქტორებისგან მიიღებენ.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, საფეხბურთო სპეციალისტებს უმაღლესი კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია გადაეცემათ. პროექტი ფეხბურთი ფედერაციის ორგანიზებით და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.