სიახლეები

ტუტორთა გადამზადების სემინარის მეხუთე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით მწვრთნელთა განათლების პროგრამებისთვის ტუტორთა გადამზადების პროცესი გრძელდება.

​სასწავლო კურსის მეხუთე მოდული ონლაინ რეჟიმში გაიმართა. საერთო ჯამში საგანმანათლებლო პროგრამა ექვსი მოდულისგან შედგება, მისი  მთავარი მიზანია, მსმენელები თანამედროვე მეთოდოლოგიას დაეუფლონ და ისწავლონ, როგორ გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება ახალბედა მწვრთნელებს.​

მეხუთე მოდული ფარგლებში უეფას ექსპერტმა გენადი სკურტულმა სასწავლო პროგრამის მონაწილეებს ინსტრუქტორთა სწავლების მეთოდებისა და მსმენელთა ლექციაში ჩართულობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 

ტუტორთა ინსტიტუტი მწვრთნელთა განათლების მიმართულებით  პირველად 2018 წელს, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობითა და აქტიური მონაწილეობით  დაინერგა.