სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების ფუტსალის B ლიცენზიის კურსის მონაწილეებს ლიცენზიები გადაეცათ

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

28 სექტემბერს უეფას მწვრთნელთა განათლების ფუტსალის B ლიცენზიის კურსის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ტექნიკურმა დირექტორმა ზაზა ზამთარაძემ კურსდამთავრებულებს კუთვნილი ლიცენზიები გადასცეს.

შეხვედრის ფარგლებში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა საქართველოში ფუტსალის განვითარების მიმართულებით მწვრთნელთა განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით და უეფას მხარდაჭერით ფუტსალის B ლიცენზიის კურსი საქართველოში პირველად გაიმართა. საგანმანათლებლო პროცესში 14 მწვრთნელი იყო ჩართული და ყველა მათგანმა კურსი წარმატებით დაასრულა.

უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციის შესაბამისად სწავლება როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა. კოვიდ პანდემიის გათვალისწინებით კი, რამდენიმე მოდული ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზია 14-მა ლიცენზიის მაძიებელმა მიიღო:

ავთანდილ ასათიანი, არჩილ ბოკერია, ბესო არველაძე, შოთა ჭანუყვაძე, ნიკოლოზ ჩალაძე, კახაბერ მაისაია, დიმიტრი მაყიშვილი, შოთა თოფურია, ალექსანდრე ძაბირაძე, ალექსანდრე ჯამბურია, დავით ბობოხიძე, ბაჩანა აბაშიძე, როსტევან ფარცვანია, ბესარიონ ზოიძე