სიახლეები

აკრედიტაცია საქართველო - საბერძნეთის მატჩზე

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის ოქტომბერში ორ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში 9 ოქტომბერს ეროვნული გუნდი ბათუმის ახალ სტადიონზე საბერძნეთს დაუპირისპირდება. მეორე მატჩი 12 ოქტომბერს, სტუმრად პრიშტინაში კოსოვოს წინააღმდეგ შედგება.

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: კოვიდ19-ის პანდემიიდან გამომდინარე, საბერძნეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე უეფას მიერ შემუშავებული რეგულაციების შესაბამისი შეზღუდვები მოქმედებს. შეხვედრას მედიის წარმომადგენელთა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა დაესწრება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, საქართველო - საბერძნეთის მატჩზე აკრედიტაციის მოთხოვნა შეგიძლიათ მხოლოდ 5 ოქტომბრის ჩათვლით, მითითებული ბმულის დახმარებით.

ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელიგვარიპოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რომ უეფას მიერ შემუშავებული პროტოკოლის თანახმად, შენარჩუნებულია დისტანციის დაცვის წესი როგორც მედია ტრიბუნაზე, ისე საპრესკონფერენციო დარბაზში. უეფას გადაწყვეტილებით, გაუქმებულია ე.წ. შერეული ზონა (Mixed Zone), სადაც თამაშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებთან ინტერვიუების ჩაწერა ხდებოდა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სფფ-ის პრესსამსახურს.