სიახლეები

'ლანჩხუთი' ჩემპიონობას უახლოვდება

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

15 და 16 ნოემბერს ქალთა ლიგის ზედა და ქვედა ჯგუფების მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ზედა ჯგუფში, 22 ქულით ლიდერობს „ლანჩხუთი“, რომელმაც ამ ტურში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე თბილისის „კვარტალს“ უმასპინძლა და 4-0 დაამარცხა. ლანჩხუთელებმა,  ანგარიში ნინო ჩხარტიშვილის გოლით 31-ე წუთზე გახსნეს. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, 51-ე წუთზე თეონა თოდაძემ, უპირატესობა ორამდე გაზარდა. მატჩის ბოლი 11 წუთიან მონაკვეთში კი, დუბლი ხატია ჭყონიამ  (79', 90') გაიფორმა. ამ ტურის შემდეგ, „კვარტალს“ 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში, „ლანჩხუთის“ შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს.

ფრედ, 2-2 ითამაშეს თბილისში,  სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ნიკემ“ და ხობის „კოლხეთმა“. ანგარიში, 33-ე წუთზე თამარ სალუქვაძის დარტყმით სტუმრებმა გახსნეს. თუმცა, ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე, „ნიკემ“ ლელა ჭიჭინაძის გოლით, ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და შეხვედრის ეს მონაკვეთიც, ფრედ 1-1 დასრულდა. მეორე ტაიმში, ლიზი მწყერაშვილის გოლის შემდეგ, 58-ე წუთზე, „ნიკე“ დაწინაურდა. თუმცა, 81-ე წუთზე, „კოლხეთმა“ ქულის გადარჩენა მოახერხა. ამ შეხვედრაში ბოლო გოლი, თინათინ ამბალიამ გაიტანა.

ზედა ჯგუფის კალენდარი და სატურნირო ცხრილი იხილეთ მბულზე

მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა ქვედა ჯგუფშიც, სადაც გუნდები, ქალთა ლიგაში დასარჩენად იბრძვიან. მიმდინარე ჩემპიონატში წარუმატებელი გამოსვლის ფონზე, ქვეყნის ორგზის ჩემპიონი ქუთაისის „მართვე“, კვლავ, ფლეი-აუთის ზონაში რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისელებმა, ჯგუფში მეორე გამარჯვება მოიპოვეს. ამჯერად, „მართვემ“ უშუალო კონკურენტი „ბათუმი“, „ანგისაზე“ 1-4 დაამარცხა. ანგარიში, 27-ე წუთზე, ლანა გორგაძემ გახსნა. მეორე ტაიმში კი, 64-ე წუთზე დუბლიც გაიფორმა. შეხვედრის ამ მონაკვეთში, 52-ე წუთზე ჯერ ანა სინატაშვილმა, შემდეგ კი, 69-ე წუთზე, ანა ჯანელიძემ კიდევ ორი გოლი გატანანეს. მასპინძელთაგან, პრესტიჟის გოლი, 77-ე წუთზე დარინა ანთაძის ანგარიშზეა. ამ მოგების მიუხედავად, „მართვე“ სატურნირო ცხრილში, ბოლოდან მეორე ადგილზეა და ერთი ადგილით მაღლა მყოფ „გორი იუნაიტედს“ უკვე 2 ქულით ჩამორჩება.

„გორი იუნაიტედი“ კი, ამ ტურში თბილისში, სფფ-ს ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში, ჯგუფის ერთპიროვნულ ლიდერთან, „ნორჩ დინამოსთან“ 5-1 დამარცხდა. თბილისელებმა ანგარიში, 23-ე წუთზე ნინო ჯგუშიას გოლით გახსენს. თუმცა, 7 წუთში, გორელთა შემადგენლობაში მოთამაშე გამოცდილმა ანა პოღოსიანმა წონასწორობა აღადგინა. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა, ტაიმის მიწურულს, 42-ე და 45-ე წუთებზე, ორი ბურთით მოახერხეს დაწინაურება.  ამას, მეორე ტაიმში კიდევ ორი გოლი მოჰყვა  და შეხვედრაც „ნორჩმა დინამომ“ მოიგო, რომელსაც ამ მომენტისთვის, 24 ქულა აქვს და ქვედა ჯგუფს, დამაჯერებლად ლიდერობს.

ქვედა ჯგუფის კალენდარი და სატურნირო ცხრილი იხილეთ მბულზე