სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დამფუძნებლისა და პრეზიდენტის ილია კოკაიას ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

ილია კოკაიას სახელს უკავშირდება საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის"წარმატება. კლუბი 2010-11 და 2011-12 წლებში ზედიზედ ორჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა. ამავე სეზონებში ზესტაფონურმა კლუბმა ქვეყნის სუპერთასის მოპოვება შეძლო. 2007-08 წლების სეზონში კი "ზესტაფონი" საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასს დაეუფლა.

ილია კოკაიას ტრაგიკული გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული ფეხბურთისთვის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია  უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებს, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" და სრულიად საფეხბურთო ოჯახს.