სიახლეები

მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მესამე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მესამს მოდული გაიმართა.

სამი დღის განმავლობაში ლიცენზიის მაძიებელი მწვრთნელები ტუტორებისა და ინსტრუქტორების დახმარებით ინფორმაცია შემდეგ საფეხბურთო თემებზე მიიღეს: რონდოს ფილოსოფია, ძალა-სისწრაფე, ფეხბურთის მენეჯმენტი და შეტევაში თამაშის ორგანიზება.

აღნიშნულ საკითხებთან ერთად კურსანტებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს 19-წლამდე ნაკრების გამოსვლის შესახებ იმსჯელეს

ამ ეტაპზე უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსზე 20 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაშია და შედგება როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული მეცადინეობებისგან. კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მწვრთნელებს საერთაშორისო კატეგორიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ლიცენზია გადაეცემათ.