სიახლეები

ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის საქართველოს თასი მარგვეთმა მოიგო

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

12 დეკემებერს სფფ-ის გვიმბალაურის საფეხბურთო აკადემიის მოედანზე ​ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის საქართველოს თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა. გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს "თბილისი" და ზესტაფონის "მარგვეთი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ზესტაფონელთა დამაჯერებული გამარჯვებით - 3:0 დასრულდა.

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ზესტაფონის "მარგვეთს' კუთვნილი ჯილდო სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა და საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნინო სორდიამ გადასცა.

მიმდინარე წელს, ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის საქართველოს თასის გათამაშებაში ექვსი გუნდი იღებდა მონაწილეობას. საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად "დილა" (გორი), "ქართლი" (გორი), "ბათუმი", "მარგვეთი" (ზესტაფონი), "თბილისი" და "ოდიში" (ზუგდიდი) იბრძოდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საქართველოს თასის გამარჯვებული "თბილისი" გახდა, რომელიც 2021 წლის სეზონში საქართველოს ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა.

​ამპუტანტ ფეხბუთელთა შორის საქართველოს ჩემპიონატისა და თასის გათამაშებები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სრული დაფინანსებით იმართება.