სიახლეები

Playmakers - უეფასა და დისნეის ახალი პროექტი საქართველოში

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფასა და დისნეის ახალი პროექტის "ფლეიმეიქერსის" საქართველოში განხორციელებას იწყებს. პირველ ღონისძიებას ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლამ უმასპინძლა და სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ქალთა ფეხბურთის განვითარების მენეჯერი ქეთი ყიფიანი ესწრებოდნენ.

აღნიშნული პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით 30 ლოკაციას მოიცავს, ამ პროცესში ჩართული იქნებიან როგორც კერძო სკოლები, ისე საფეხბურთო აკადემიები და #WePlayStrong საქართველოს წერტილები. "ფლეიმეიქერსის" საქართველოში განსახორციელებლად ფეხბურთის ფედერაციამ მწვრთნელები სპეციალური პროგრამით გადაამზადა. ამასთან ერთად ყველა ლოკაციაზე უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ინვენტარის არსებობა. პროექტის მონაწილე ბავშვებს სავარჯიშო პროცესში ჩართვა სრულიად უფასოდ შეეძლებათ. 

პროექტ "ფლეიმეიქერსის" ვარჯიშები დისნიეს ანიმაციების თემატიკითაა შედგენილი და სახალისო აქტივობების დახმარებით, 5-8 წლამდე გოგონების ფეხბურთში ჩართვას ისახავს მიზნად.

💬 დავით მუჯირი - სფფ-ის პრეზიდენტი: მოხარული ვარ, რომ უეფასთან ერთად მორიგი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ეს არის უეფასა და დისნეის საერთო პროგრამა "ფლეიმეიქერსი", რომელიც 5-დან 8-წლამდე გოგონებზეა გათვლილი. ქვეყნის მასშტაბით მოეწყობა 30 ლოკაცია. დღეს კი, ბაქსვუდის სკოლაში ვიმყოფებით, რომელიც ერთ-ერთ ასეთი ლოკაცია იქნება. პროექტში ასევე ჩაერთვებიან #WePlayStrong საქართველოს წერტილები, ვაჟთა საფეხბურთო აკადემიები და კერძო სკოლები.

ძალიან სასიამოვნოა, რომ მაღალი აქტივობაა და ბავშვებს უხარიათ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს მცირე ასაკიდან შევაყვაროთ ფეხბურთო და არა მხოლოდ ეს, აქ საუბარია ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაზე. სასიხარულოა, რომ საქართველოს მასშტაბით საკმაოდ ბევრი სკოლა დაინტერესდა და ჩაერთო "ფლეიმეიქერსის" პროგრამაში.