სიახლეები

B ლიცენზიის მფლობელი მწვრთნელებისთვის Refresh კურსი გაიმართა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის მფლობელი მწვრთნელებისთვის Refresh კურსი გაიმართა. სასწავლო პროგრამა ორ ნაწილად ჩატარდა, თეორიული კურსი მონაწილეებმა ონლაინ რეჟიმში გაიარეს, პრაქტიკულ ნაწილს კი, დავით პეტრიაშვილი არენამ უმასპინძლა.

სასწავლო პროგრამის მონაწილე მწვრთნელებმა Refresh კურსის ფარგლებში შემდეგი თემები განიხილეს: სავარჯიშო მეთოდოლოგია, რონდოს ფილოსოფია, მეკარის ტექნიკური ასპექტები და შეტევის მომზადება.

საბოლოო ჯამში Refresh კურსი 60-მა B ლიცენზიის მფლობელმა მწვრთნელმა გაიარა, მათ კუთვნილი ლიცენზია 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაიხანგრძლივეს.