სიახლეები

დავით პეტრიაშვილი არენაზე C ლიცენზიის კურსის საგამოცდო მოდული გაიმართა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსის საგამოცდო მოდული გაიმართა. პროცესში 14 ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობდა, მათ შორის ერთი გოგონა. საგამოცდო მოდული მოიცავდა როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ნაწილს. 

უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის აღნიშნული კურსი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. მემორანდუმის თანხმად ფეხბურთის ფედერაცია სპორტის უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული სიის მიხედვით, კურსდამთავრებულების და აქტიური სტუდენტების, უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსზე ჩართულობას სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.