სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

სფფ
გაუზიარე

გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი ფოტოგრაფი, ბადრი კეთილაძე.

ბადრი კეთილაძემ უდიდესი წვლილი შეიტანა მრავალი სპორტული ფოტოგრაფის აღზრდაში და თავად შექმნა ქართული სპორტული ფოტოგრაფიის ისტორია. მის ობიექტივში ქართული სპორტის არაერთი გამარჯვების ამსახველი კადრი მოხვედრილა. შეუფასებელია მისი წვლილი საქართველოში ამ მიმართულების განვითარებაში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უპირველესად, მადლობას უხდის მას, უთანაგრძნობს მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, საფეხბურთო და სპორტულ სამყაროს ამ უდიდესი დანაკლისისთვის.