სიახლეები

B ლიცენზიის კურსის მეოთხე მოდული დავით პეტრიაშვილი არენაზე

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

„დავით პეტრიაშვილი არენაზე“, 8 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მეოთხე მოდული გაიმართა.

სამი დღის განმავლობაში ლიცენზიის მაძიებელმა მწვრთნელებმა ინფორმაცია შემდეგ საფეხბურთო თემებზე მიიღეს: მეკარის ტექნიკური მომზადება (პრაქტიკა და თეორია), თავდაცვა პირველ ზონაში და შეტევა მესამე ზონაში. 

მოდულის მიმდინარეობისას ლიცენზიის მაძიებელმა მწვრთნელებმა სავარჯიშო გეგმის პრეზენტაცია წარადგინეს, ხოლო დასრულების შემდეგ, მომდევნო მოდულისთვის მიიღეს დავალება.

შეგახსენებთ, რომ კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაშია და საგანმანათლებლო პირამიდის მეორე საფეხურია, რომელიც, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მეცადინეობებისგან შედეგება.

კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მწვრთნელებს უეფა-ს მიერ აღიარებული საერთაშორისო ხასიათის ლიცენზია გადაეცემათ.