სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

სფფ
გაუზიარე

"დინამო თბილისის" ლეგენდარული ფეხბურთელი, ილია დათუნაშვილი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სწორედ დათუნაშვილის სახელს უკავშირდება ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება. 1964 წლის 18 ნოემბერს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის "ოქროს მატჩში" დათუნაშვილმა მოსკოვის "ტორპედოს" კარში ორი გოლი გაიტანა და "დინამოს" ისტორიაში პირველ ჩემპიონობაში (4:1) დიდი წვლილი შეიტანა.

1966 წლის სეზონში ილია დათუნაშვილი 20 გოლით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უთანაგრძნობს მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, საფეხბურთო და სპორტულ სამყაროს ამ უდიდესი დანაკლისისთვის.