სიახლეები

C ლიცენზიის ახალი სასწავლო კურსის პირველი მოდული დავით პეტრიაშვილი არენაზე

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, დავით პეტრიაშვილი არენაზე 2022 წელს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მესამე კურსმა აიღო სტარტი. პირველი მოდული 22-დან 24 თებერვლის ჩათვლით ჩატარდა. 

პირველი მოდულის ფარგლებში მსმენელებმა თეორიული და პრაქტიკული სწავლების შედეგად ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: კურსის ფილოსოფია, სავარჯიშო მეთოდოლოგია, ტექნიკის სწავლების მეთოდიკა, ვარჯიში მოდელის მიხედვით, დაგეგმარება და სხვა მნიშვნელოვანი საბაზისო საკითხები.

შეგახსენებთ, რომ C ლიცენზიის კურსზე რეგისტრაცია 2022 წლის იანვრის ბოლოს განახლდა. დაინტერესებულ პირებს, რომლებმაც უკვე გაიარეს რეგისტრაცია, გასაუბრება უახლოეს მომავალში ექნებათ და დამატებით ინფორმაციას რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.