სიახლეები

PRO ლიცენზიის კურსის მერვე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 7 მარტს, დავით პეტრიაშვილი არენაზე მწვრთნელთა განათლების პროგრამის ტუტორთა კურსის რეფრეშ შეხვედრა გაიმართა, ხოლო 8-დან 10 მარტის ჩათვლით, უეფას Pro ლიცენზიის კურსის მერვე მოდული შედგა.

მოდულის ფარგლებში Pro ლიცენზიის მაძიებელმა მწვრთნელებმა სამი დღის განმავლობაში წარმოადგინეს რამდენიმე პრეზენტაცია, მიიღეს მონაწილეობა პრაქტიკულ და სავარჯიშო სესიებში. კურსის მსმენელებმა ერთმანეთს მეშვიდე მოდულზე მიღებული გამოცდილება გაუზიარეს. შეგახსენებთ, რომ მეშვიდე მოდულის ფარგლებში მწვრთნელები თურქეთში იმყოფებოდნენ და ერთი კვირის განმავლობაში „დინამო ბათუმის“, „დინამო თბილისის“, „საბურთალოს“ და საქართველოს 19 წლამდე ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზე დაესწრნენ ვარჯიშებს და მატჩებს. 

ამავდროულად, მწვრთნელებმა შემდეგ თემებზე მიიღეს ინფორმაცია: შეტევა მეორე-მესამე ზონაში, შეტევა მოწინააღმდეგის მაღალი პრესინგის დროს. დასკვნით დღეს კი მიიღეს დავალება მეცხრე მოდულისთვის. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კურსზე სწავლება ორწლიან პერიოდზეა გადანაწილებული და მოიცავს როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ სამუშაოებს. სასწავლო პროცესი ასევე მოიცავს საგანმანათლებლო ვიზიტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ლიცენზიის მაძიებელი მწვრთნელები უახლოეს ინფორმაციას, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინსტრუქტორებისგან მიიღებენ. 

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, საფეხბურთო სპეციალისტებს უმაღლესი საფეხურის სამწვრთნელო ლიცენზია გადაეცემათ. პროექტი ფეხბურთი ფედერაციის ორგანიზებით და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.