სიახლეები

საფეხბურთო დღე უკრაინელი ბავშვებისთვის

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველოს ოფისის ინიციატივით, საქართველოში მყოფი უკრაინელი ბავშვებისთვის საფეხბურთო დღე მოეწყო.

პროექტის „სახალისო საფეხბურთო ღია სკოლების" ფარგლებში, სფფ-ის ვაკის საფეხბურთო ცენტრში 30-მდე ბავშვმა სახალისო საფებხურთო აქტივობებში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი საფეხბურთო ვარჯიშები უკრაინელი ბავშვებისთვის, სფფ-ისა და World Vision საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში მომავალშიც გაგრძელდება.

`"სახალისო საფეხბურთო ღია სკოლა" საერთაშორისო პროექტია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1998 წლიდან ხორციელდება და მისი მთავარი მიზანი ბავშვების საფეხუბრთო ცხოვრებაში ჩართვაა. 2019 წლიდან კი, პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.